29 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
ბუნებრივი არით გარდაცვლილების ბინაში "ყაზტრანსგაზი" რამდენიმე თვის წინათ გამოიძახეს, თუმცა საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს

თემქაზე აღმოჩენილი ორი ადამიანის ცხედარი შუახნის ცოლ-ქმარს ეკუთვნის, რომელთა გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია გახდა. როგორც "კურიერს" ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უთხრეს, სადარბაზოში ბუნებრივი აირის სუნი ორი დღის განმავლობაში იდგა. მათივე ცნობით, ორი დღის შემდეგ "ყაზტრანსგაზს" მიმართეს და გარდაცვლილი ცოლ-ქმარის ცხედარი სწორედ მათ აღმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლის თქმით, ამ ბინაში გამოძახება 2019 წლის სექტემბერშიც იყო, თუმცა მაშინ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. მისივე ინფორმაციით, ბინაში საეჭვო კუსტარულად დამზადებული დანადგარი იყო, რომელიც წინა გამოძახების დროს არ ყოფილა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული. 

დღის ამბები