29 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
"ამ მოედანს ვერ გაავსებს ვერც "ოცნება" და ვერც "ნაცმოძრაობა" - "პატრიოტთა ალიანსმა" თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერები შეკრიბა

"პატრიოტთა ალიანსმა" თავისუფლების მოედანზე მხარმდაჭერები შეკრიბა. მოქალაქეებს სიტყვით პარტიის წევრებმა და ლიდერებმა მიმართეს.

მათ საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრეს. პარტია კვლავ სამართლიანობის აღდგენაზე აკეთებს აქცენტს. დღევანდელ აქციაზე უკვე წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კიდევ ერთხელ გააცნეს საზოგადოებას.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ მათ პარტიას ყველა პარტიაზე უფრო მაღალი რეიტინგი აქვს და ამის უტყუარი აუდომტკიცებულებებიც არსებობს. 

"ამ მოედანს ვერ გაავსებს დღეს ვერც "ქართული ოცნება," საუბარი არ არის "ნაცმოძრაობაზე," რომელიც აღარ არსებობს, ვერც სხვა რომელიმე პარტია. ყველას გასაგონად ვამბობ, ჩვენ გვაქვს 900 ათასი აუდიო ჩანაწერი, ეს უტყუარი მტკიცებულება, რომელიც მკაფიოდ ცხადყოფს, რომ ჩვენი პარტია ერთად აღებულს უსწრებს "ქართულ ოცნებას," "ნაცმოძრაობას" და ყველა დანარჩენს, ერთ პროცენტზე ნაკლებიან პარტიებს,"-განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ "პატრიოტთა ალიანსს" ხალხის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს.

"ამით ჩვენ მხოლოდ ვხსნით ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო ეტაპს. თქვენ ყველამ ნახეთ დღეს რა დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს პატრიოტთა ალიანსს და, ბოლოს და ბოლოს, უნდა დამთავრდეს ტყუილი ქვეყანაში. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ხალხის ყველაზე დიდი მხარდაჭერა ქვეყანაში,"-განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

დღის ამბები