29 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
საბჭომ არ განიხილა სცენარები, რა მოხდება კონფლიქტის განვითარების შედეგად და არ გაიცა კონკრეტული დავალებები - ექსპერტები უშიშროების საბჭოს განცხადებაზე

საქართველოს ხელისუფლების მიერ მოწვეული უშიშროების საბჭოს შემდეგ გაკეთებული განცხადება, რომელიც სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტს უკავშირდებოდა, ექსპერტებმა შეაფასეს. 

ევროპული კვლევების დირექტორის, გიორგი რუხაძის განცხადებით, საქართველომ რეგიონში ლიდერის ფუნქცია დაკარგა და კონფლიქტში მედიატორის როლის შესრულება გაუჭირდება. 

"ნამდვილად კარგია, რომ, საბოლოო ჯამში, გავიგეთ, რომ საქართველო კრძალავს სამხედრო ტრანზიტებს როგორც ერთი, ასევე მეორე ქვეყნის მიმართულებით. საქართველომ, ფაქტობრივად, დაკარგა რეგიონში ლიდერის ფუნქციები, ამდენი ხანია პასიურ მდგომარეობაშია და ახლა, უცებ, რატომღაც რომ საქართველო გახდეს ამ ყველაფრის ცენტრი, უბრალოდ ვერ მოხერხდება. თავისთავად იდეა, რომ საქართველომ დაუთმოს სივრცე მოლაპარაკებებს კარგია და სწორი მიმართულებაა,"-განაცხადა გიორგი რუხაძემ.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის შეფასებით, გავრცელებული განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ჰგავდა, რადგან არ განხილულა აქტუალური საკითხები და არ იყო გაცემული კონკრეტული დავალებები ამ მიმართულებით. 

"პოზიტიური ფაქტია, თუმცა ბევრი რაღაც აკლდა. განცხადება იყო კარგი და სწორი, მაგრამ ეს არ არის უშიშროების საბჭოს ფუნქცია, ეს უფრო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ჰგავდა, როგორც უნდა იყოს. პირველი, არ განიხილა სცენარები რა მოხდება კონფლიქტის განვითარების შედეგად და არ გაიცა კონკრეტული დავალებები - ლტოლვილები თუ გვეყოლა, ვინ რა უნდა გააკეთოს, რუსებმა თუ კორიდორი მოგვთხოვეს, ვინ რა უნდა გააკეთოს, ჩვენი თანამოქალაქეების მოწოდებები და კრიზისის დარეგულირება სომეხ და აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს შორის. ასევე, მნიშვენელოვანია, გაკეთებულიყო ანალიზი, როგორ შეიძლება უცხოელ პარტნიორებთან ვითანამშრომლოთ. მხოლოდ დაპატიჟება საქართველოში კარგია, მაგრამ არ კმარა,"-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ. 

დღის ამბები