15 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად. დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.
შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. დანაღმული ავტომობილი ერთ ერთი სამთავრობო შენობის მახლობლად აფეთქდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არცერთ დაჯგუფებას აუღია, თუმცა ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარში ”თალიბანი” დაადანაშაულა.