29 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
"სიცხე მაქვს და ცოტა ყელის ტკივილი მქონდა" - ბათუმში საკრებულოს წევრს ენმ-დან კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში საკრებულოს წევრს "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ანთაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის ათეულის მე-5 ნომერია. ორი დღის წინ ანთაძე პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, ბათუმში გამართულ ხალხმრავალ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, პირბადე ეკეთა და იცავდა სოციალურ დისტანციას.

"სიცხე მაქვს და ცოტა ყელის ტკივილი მქონდა. სიმპტომები გუშინ დილით გამომივლინდა და ავიღე ტესტი და საღამოს დამიდასტურდა. საარჩევნო შეხვედრებზე მე არ ვყოფილვარ, ერთხელ ვიყავი წარდგენაზე და იქაც პირბადით ვიყავი და დისტანციასაც ვიცავდი,“- ამბობს  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ანთაძე. 

დღის ამბები