29 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
შალვა ნათელაშვილმა თემქის მოსახლეობასთან ერთად ზღვის უბნის ტყე-პარკში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გააპროტესტა

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა თემქის მოსახლეობასთან ერთად ზღვის უბნის ტყე-პარკში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გააპროტესტა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, 2018 წლის შემდეგ ტერიტორია, სადაც ტყე-პარკი უნდა გაშენებულიყო, დღეს ჭაობად არის ქცეული. შალვა ნათელაშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თემქის მოსახლეობას ახალი პარკის გაშენებას დაპირდა.

"ორი წლის უკან, ივანიშვილის ოსტაპ ბენდერულმა ხელისუფლებამ საზეიმოდ გახსნა თემქის ხევში მომავალი უნიკალური პარკისა და დასვენების ცენტრის იდეა, მოიყვანეს ტრაქტორები, დააყენეს მუშები. მას შემდეგ არც ტექნიკა არავის არ უნახავს, არც ქალაქის მერია აქ არ მოსულა, ადგილს დაეპატრონენ ბაყაყები, ქვეწარმავლები, ჭაობის ბალახი. ცდება უნიკალური ადგილი, სამაგიეროდ, ამასობაში ივანიშვილმა საკუთარი დენდროპარკი გააკეთა ზღვის პირზე ბიუჯეტის ხარჯით და მიითვისა თბილისის უნიკალური ბოტანიკური ბაღი,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

დღის ამბები