29 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები კვლევების გარეშე, დაუყოვნებლივ იზოლაციაში გადავლენ - ამირან გამყრელიძე

ახალი პროტოკოლის მიხედვით, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები ყოველგვარი კვლევების გარეშე დაუყოვნებლივ იზოლაციაში იქნებიან გადაყვანილი, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"ერთ-ერთი ახალი მიდგომა, რაც გვექნება, იქნება, რომ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე​ ექვემდებარებიან სწრაფ იზოლაციას, თუ მას აქვს საშუალება - თვითიზოლაციას, თუ არ აქვს - კარანტინში გადაყვანას," - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ახლო კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციაში 14 დღეს გაატარებენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში გამოიძახებენ 112-ს და მათ შესაბამისი კვლევები ჩაუტარდებათ. 

დღის ამბები