29 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
Freedom House - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვს, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა "ქართული ოცნების“ პოპულარობა არჩევნების წინ

არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House ანგარიშს აქვეყნებს, სახელწოდებით "დემოკრატია კარანტინში", სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვს. 

ანგარიშში თავისუფლებისთვის გლობალურ ბრძოლაში პანდემიის გავლენაზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ საქართველო 192 ქვეყნიდან იმ 111 ქვეყნის რიცხვშია, სადაც პანდემიის შემდეგ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა არ შეცვლილოა.

"საქართველოში, რომელიც ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება, მთავრობამ მოსახლეობას შორის მაღალი შეფასება დაიმსახურა პანდემიის წინააღმდეგ მკაცრი, თუმცა გამჭვირვალე ზომების მიღებით. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვს გლობალურად, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მმართველი "ქართული ოცნების“ პარტიის პოპულარობა ოქტომბრის არჩევნების წინ. ეს შემთხვევები არის შეხსენება, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია გადადგას ნაბიჯები ჯანდაცვის რისკების სამართავად და ამავდროულად დაიცვას ადამიანის უფლებები“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დღის ამბები