29 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმეტესობა კვლავ აჭარაში, თბილისსა და იმერეთში დაფიქსირდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით ბოლო 24 საათში დადასტურებული 453 შემთხვევიდან უმეტესობა 297 კვლავ აჭარის რეგიონიდანაა. 78 არის თბილისი, 52- იმერეთი, 6 - გურია, 6 - სამეგრელო ზემო სვანეთი, 6- შიდა ქართლი, 2- ქვემო ქართლი, 3-კახეთი, 2- მცხეთა-მთიანეთი, 1 - სამცხე-ჯავახეთი.

გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 52%-ია.

"38 კრიტიკულად მძიმეა, 36 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი,"- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

დღის ამბები