29 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს კიევის რესტორან "ფაბიუსში" თავს დაესხნენ

მიხეილ სააკაშვილს კიევის რესტორან "ფაბიუსში" თავს დაესხნენ. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "სტრანა" წერს და წყაროდ ადგილობრივ პოლიციას ასახელებს. მასალას თან ახლავს სათვალთვალო კამერებიდან გადაღებული ვიდეოც.

"უცნობი მამაკაცი შეიპარა რესტორნის დარბაზში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იმყოფებოდა. ის სააკაშვილს ცივი იარაღით ხელში მიუახლოვდა და ემუქრებოდა. სააკაშვილისა და რესტორნის დაცვის წევრებმა დამნაშავე ჯერ ადგილზე დააკავეს და პოლიცია გამოიძახეს. თუმცა, პოლიციის მოსვლამდე მან მიმალვა მოახერხა. თავდასხმის მოტივი ირკვევა," - წერს უკრაინული მედია.

დღის ამბები