29 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
სასურველია, რომ სლოგანი "დავრჩეთ სახლში" გამოვიყენოთ ყველა დიდ ქალაქში - ამირან გამყრელიძე  პირბადის ტარებას ახლა უკვე ღია ცის ქვეშაც ურჩევს

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ამირან გამყრელიძე საქართველოს დიდ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.

დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა და ინფიცირებულების მაჩვენებელი 448 -ით გაიზარდა. ყველაზე ცხელ ზონად აჭარა რჩება, ასევე ყურადღება გაძლიერებულია იმერეთშიც, სადაც კორონავირუსის მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება.

ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ სტატისტიკის რეკორდული ზრდა რეკომენდაციების შეუსრულებლობამ გამოიწვია და ის მოსახლეობას პირბადის ტარებას ახლა უკვე ღია ცის ქვეშაც ურჩევს.

"სასურველია, რომ "დავრჩეთ სახლში" და ეს სლოგანი უკვე სასურველია, რომ ვიხმაროთ ყველა დიდ ქალაქში. რა თქმა უნდა, იმ ადამიანს, რომელიც გარეთ გამოვა, არავინ დასჯის, არ დააჯარიმებს.  სასურველია, რომ უფრო გაფართოებული და ინტენსიური პრევენციული ღონისძიებები ვაწარმოოთ, ეს არის, ძირითადად, პირბადის გამოყენება იმიტომ, რომ ეს უკვე ძალიან ბევრი მტკიცებულებით დაზუსტებულია, რომ პირბადე არის ყველაზე მძლავრი იარაღი დაავადების გავრცელების პრევენციისთვის. ამიტომ, უნდა ვიხმაროთ პირბადე ყველა დახურულ შენობაში, ღია სივრცეში, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხორციელდება და ვისაც არ უჭირს მისი ხმარება იხმარონ გარეთაც, არაფერი ცუდი ამაში არ იქნება. განსაკუთრებით თუ არ იცავენ დისტანციას," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები