29 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
კონფლიქტის მასშტაბები იზრდება - ოფიციალური ბაქო და ერევანი მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას არ აპირებენ

სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის მასშტაბები იზრდება - ოფიციალური ბაქო და ერევანი მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას არ აპირებენ და ორ ქვეყანას შორის სადაო ტერიტორიის საკითხის საომარი მოქმედებებით გადაჭრას გეგმავენ. ორივე მხარის ოფიციალური წყაროებით მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე ემსხვერპლა ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის არასრულწლოვნებიც.

სომხეთის ბრალდებებს ოფიციალური ბაქო უარყოფს, აზერბაიჯანი საბრძოლო მოქმედებებს უკიდურესი მდგომარეობით ხსნის. როგორც ილჰამ ალიევის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მათ საბრძოლო მოქმედებებს, ზურგს საერთაშორისო სამართლით აღიარებული მოცემულობა უმაგრებს და ამბობს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენული უფლებები აღიარა. თუმცა სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღისთვის სტატუსის განსაზღვრის საკითხზე უკვე 30 წელია ვერ თანხმდებიან.

ეუთოს მინსკის ჯგუფის მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით დაუშვებლად მიიჩნევს თურქეთის პრეზიდენტი. რეჯებ ტაიფ ერდოღანმა თურქეთის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუკი ეუთოს სამშვიდობო მისია, სომხეთს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან სამხედრო შენაერთების გაყვანას მოსთხოვს. 

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დღეს მიმდინარე ბრიუსელის სამიტზე, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაგმეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები. საფრანგეთის პრეზიდენტმა თურქეთი სირიელი ჯიჰადისტების მთიან ყარაბაღში საბრძოლველად გაგზავნის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. 

დღის ამბები