29 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
ამოცანა ცხადი იყო, რაკი ვერაფერი გაათეთრებდა "ნაციონალური მოძრაობის" წარსულს, ამიტომ უნდა გაშავებულიყო "ქართული ოცნება" - ბიძინა ივანიშვილი

"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას სიტყვით პარტიის თავმჯდომარე გამოვიდა.  ივანიშვილის თქმით, ოპოზიციაში გადასულ "ნაციონალურ მოძრაობას" რევანშზე ფიქრი არ შეუწყვიტავს და ცილისწამებითა და ფსიქოლოგიური ტერორით მოქალაქეებზე ზემოქმედებას ცდილობდნენ:

"ხელისუფლების დაკარგვის დღიდან "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო ფიქრი რევანშზე, რომელის განხორციელებისთვის ისევ იმ მრვალნაცად ხერხს მიმართეს, რომელსაც სწორუპოვრად ფლობენ და რომლის ხარჯზეც ინარჩუნებდნენ 9 წლის მანძილზე ხელისუფლებას - სიცრუე და ძალადობა, დაუსრულებელი ცილისწამება და ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ფიზიკურს ჩაენაცვლა. მათ შეიმუშავეს მთელი კონცეფცია, რომლის მიხედვით საკუთარი დანაშაულებრივი მმართველობის შედეგად ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანი, მოჩვენებითი აღმშენებლობის პროპაგანდით და მათი ე.წ ეფექტურობით უნდა გამართლებულიყო, ხოლო "ქართული ოცნება" უნდა წარმოჩენილიყო არაკომპეტენტურ და არაფრისშემძლე ერთობად, ასე დაიწერა მათი პროპაგანდისტული მოძღვრება ერთ მარტივ ტერმინში - უნიათობა. რომელიც უნდა ქცეულიყო "ქართული ოცნების" მთავარ მახასიათებლად, ზედსართავ სახელად, რათა მომხდარიყო მმართველი გუნდის დისკრედიტაცია, მათ წლები მოანდომეს ამ ეპითეტის დამკვიდრებას, ამოცანა ცხადი და კონკრეტული იყო, რაკი ვერაფერი გაათეთრებდა "ნაციონალური მოძრაობის" წარსულს, ამიტომ უნდა გაშავებულიყო "ქართული ოცნება". ამ ორ ძალას შორის კი ქართველ ხალხს უნიათოს ნაცვლად ეფექტური უნდა აერჩია. სიცრუეში დახელოვნებულებმა საკუთარი შანსი ჩვენ სიმართლეში დაინახეს," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღის ამბები