29 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
"ქართული ოცნება" ხალხს სთავაზობს პროგრამას, რომელმაც შეუქცევადი უნდა გახადოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება - ბიძინა ივანიშვილი

"ქართული ოცნება"  საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში მართავს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" ხალხს სთავაზობს პროგრამას, რომელმაც შეუქცევადი უნდა გახადოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, უზრუნველყოს ეკონომიკური წინსვლა და მნიშვნელოვნად შეცვალოს უკეთესობისკენ თითოეული მოქალაქის ცხოვრება:

"დღეს პირველი ოქტომბერია, რომელიც ჩაიწერა ჩვენს ისტორიაში, როგორც ქართველი ხალხის ერთობის, თავისუფლებისა და გამარჯვების სიმბოლო. 2012-ში ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძოდით, შიშისგან, ჩაგვრისგან და ძალადობისგან დაგვეხსნა ხალხი და ქვეყანა. დღეს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისგან 8 წლის თავზე ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლებას ბრძოლით მოპოვება აღარ სჭირდება, სადაც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო ადამიანებს აღარ დევნიან, სადაც ხელისუფლების შიში და ძალმომრეობა სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა, სადაც სახელმწიფო ადამიანისთვის არსებობს და არა პირიქით. დღეს ჩვენი პარტია ხალხს სთავაზობს პროგრამას, რომელმაც შეუქცევადი უნდა გახადოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, უზრუნველყოს ეკონომიკური წინსვლა და მნიშვნელოვნად შეცვალოს უკეთესობისკენ თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრება," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღის ამბები