29 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
გოგი წულაია გავაფრთხილეთ, გადავიდეს მკაცრ დიეტაზე და ასევე პოლიტიკურ დიეტაზეც - კახა კუკავა

პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავა "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ვაკის რაიონში გამარჯვების იმედი აქვს.

კახა კუკავა აცხადებს, რომ პარტიის დაფინანსების წყარო არის ის შემოწირულობები, რაც პარტიას აქვს, მისი თქმით ეს ფინანსურ დანახარჯებზეც ეტყობა პარტიას.

"იმედი, რა თქმა უნდა, გვაქვს რომ ვაკის რაიონში გავიმარჯვებთ. ვერ ვიტყვი, რომ ადვილი ბრძოლა იქნება საართველოში ძალიან სპეციფიური ვითარებაა, თუმცა ამ ორპოლუსიანობის ფონზე ცოტათი უცნაურიცაა, რომ მეორე ტურში გაღწევა უფრო რთულია ვიდრე მეორე ტურის მოგება. გასაგებია, რომ მეორე ტურში იბრძოლებს "ქართული ოცნების" კანდიდატი, თუმცა ვინ იქნება ოპოზიციიდან ამ ბრძოლაში ვართ სწორედ ჩაბმული.

ჩვენი სია შედგება პარტიის ბირთვისგან, თუმცა არიან სხვა კანდიდატებიც, ჩვენ ძალიან მაღალ პოზიციაზე გვყავს წარდგენილი ქალბატონი მაია როხვაძე, რომელიც ემიგრანტია. ასევე, ჩვენი სიის პირველ ათეულშია წარმოდგენილი უზენაესი საბჭოს დეპუტატი ქალბატონი სალომე ზვიადაძე და ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი პირველი მეთაური ბატონი გოჩა ბახია.

ასევე, ცნობადი სახეები გოგი წულაია, თენგიზ ომანიძე და სხვები. ბატონი გოგი დღეს გამოწერეს საავადმყოფოდან და თავს კარგად გრძნობს. დღეს მთელი პარტია ვაფრთხილებდით, რომ გადავიდეს მკაცრ დიეტაზე და ასევე პოლიტიკურ დიეტაზეც.

საქართველოში ყველა პარტია ამბობს, რომ 40-დან 60%-მდე აქვთ რეიტინგი, მაგრამ ჩვენ რეალურად ვუყურებთ ამ ყველაფერს. ჩვენ აღებული გვაქვს საპრეზიდენტო არჩევნებში 1,5% და გვინდა ამ შედეგის მინიმუმ გაორმაგებას. 

ჩვენ გვყავს მაჟორიტარობის კანდიდატები წარდგენილი. იმედი გვაქვს, რომ რეგიონებსაც დავაწევთ თბილისის მაჩვენებელს და შედეგებს გავაორმაგებთ,"- განაცხადა კახა კუკავამ.

დღის ამბები