29 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
მამუკა ხაზარაძემ დადო ორი რეალისტური გეგმა, როგორ უნდა ამოისუნთქოს ქართულმა ეკონომიკამ - ანა ნაცვლიშვილი

პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" ანა ნაცვლიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ "ლელო" არის ძალა, რომელმაც საქართველოს ამომრჩეველს სწორედ ის შესთავაზა, რასაც ჩვენი მოქალაქეები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ: ცოდნა, კომპეტენცია, კეთილსინდისიერება და ქვეყნის სიყვარული. მისივე თქმით, ეს სწორედ ის თვისებებია, რაც დღეს ქართულ პოლიტიკას სჭირდება.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით ქვეყანა დიდ კრიზისში იმყოფება და "ლელოს" საარჩევნო პროგრამა ქვეყანას ეკონომიკურად 4 წელიწადში ფეხზე დააყენებს.

"ადამიანებს ფსიქოლოგიურად უჭირთ უკვე ამდენი კრიზისის და გაჭირვების გადატანა. ყოველდღე ვხვდებით თანამოქალაქეებს თბილისში, ქუთაისშიც, სოციალურ სივრცეშიც და ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ამის თქმა.

ამ ვითარებაში ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს რეალური უნარი თავის ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან - ეს არის "ლელო". რატომ "ლელო" - იმიტომ, რომ "ლელომ", რამდენიმე თვის პარტიამ უკვე დადო ისეთი მასშტაბური გეგმა "ახალი მარშალის გეგმა", რომელზეც ყველა, მათ შორის ნეიტრალური თუ "ლელოს" მიმართ კეთილგანწყობილი, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ეს არის რეალური პროგრამა, რომელსაც მართლა შეუძლია ქვეყანა 4 წელიწადში დააყენოს ფეხზე. ჩვენი გეგმა არის ორიენტირებული საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე.

"ლელოს" პარტიული სია დღეს შევიტანეთ ცესკოში და ბატონი თემურ ჭყონია არის ჩვენი გულშემატკივარი და მე მგონი ის ძალიან კარგია.

მამუკა ხაზარაძე, როგორც ადამიანი მოგწონს თუ არა, დღეს რეალობა არის ერთი - ამ გაჩერებულ და ჩამოქცეულ ეკონომიკაში მამუკა ხაზარაძე არის ის ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც თავისი ფინანსური ბეგრაუნდიდან გამომდინარე დადო ორი რეალისტური გეგმა - როგორ უნდა ამოისუნთქოს ქართულმა ეკონომიკამ, დასტაბილურდეს ლარი ე.წ. დერეფნის გაკეთებით და როგორ უნდა მოხდეს სესხების რეფინანსირება, რომ ერთის მხრივ მოქალაქეები, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და ვეღარ იხდიან სესხებს იმიტომ, რომ პანდემიამ მათ შემოსავლები გაუჩერა და მეორეს მხრივ ბანკებს, რომლებსაც ასევე აქვთ წნეხი იმიტომ, რომ ბანკი თავის ფულს ხომ არ ასესხებს - ისიც სესხულობს," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები