29 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" პარტიული სიის სათავეში მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი არიან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების პროპორციული სიების წარდგენის ვადა დღეს ამოიწურა. სხვა პარტიებთან ერთად სია წარადგინა "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმაც". სიის შემადგენლობის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბექა ნაცვლიშვილმა ისაუბრა.

პარტიის პირველი ათეული ასე გამოიყურება: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ჯაბა ჯიშკარიანი, ინგა შამილიშვილი, ბესარიონ ფოფხაძე, ლია ელიავა, ვაკო თამაზაშვილი.

"სია შედგა წილისყრის საფუძველზე, რაც იყო ძალიან საინტერესო პროცესი," - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები