29 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
მივიღე გადაწყვეტილება, ერევნის უნივერსიტეტს მივმართო, სააკაშვილს საპატიო დოქტორის წოდება ჩამოერთვას - სომხეთის განათლების მინისტრი

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა აირაკ არუთუნიანმა განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოერთვას. ამის შესახებ მინისტრი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს და მიზეზად სააკაშვილის მიერ აზერბაიჯანის მხარდასაჭერი განცხადება დაასახელა. 

"დღეს მივიღე გადაწყვეტილება ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მივმართო თხოვნით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ჩამოერთვას უმაღლესი სასწავლებლის საპატიო დოქტორის წოდება“ , - წერს „ფეისბუკის“ პირად გვერდზე არუთუნიანი.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის.

"ჩემი პოზიცია სრულიად ნათელია, ეს ეფუძნება სახელმწიფო მთლიანობის პრინციპს, ესე იგი, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის, რა თქმა უნდა, ამავე დროს ყველას, ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება მშვიდად იცხოვრონ და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული.

საქართველო დაინტერესებულია კავკასიის სამ ერს შორის ძმურ-მეგობრულ ურთიერთობებში. ჩვენი მომავალი ისეთი უნდა იყოს, როგორც სამ ბალტიის ქვეყნებს შორის ურთიერთობაა და მხოლოდ გარე ძალები არიან დაინტერესებულები იმაში, რომ გაგვთიშოს და იბატონოს და ჩვენ ამის საშუალება მათ არანაირად არ უნდა მივცეთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები