29 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
7-თვიანი დისტანციური სწავლების შემდეგ, სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო

7 თვიანი დისტანციური სწავლების შემდეგ, სკოლებში სასწავლო პროცესი ოფიციალურად დაიწყო.09:00 საათზე დაწყებითი კლასი მოსწავლეები მერხებს დაუბრუნდნენ. სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში დაიწყებენ  1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები.  

სწავლა სკოლებში გამკაცრებული რეგულაციებით დაიწყო. იქამდე, სანამ მოსწავლეები საკლასო ოთახებში შევლენ, გაივლიან დეზობარიერებს, ჩაუტარდებათ  თერმოსკრინინგი, ხოლო საკლასო ოთახებში ერთ მეტრიანი დისტანციით დასხდებიან.

რაც შეეხება მასწავლებლებს და სკოლის თანამშრომლებს, მათთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.  

დღის ამბები