29 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
"ქართული ოცნება" - 53,5%, " ნაციონალური მოძრაობა" - 34,9% - Survation -ის კვლევა თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. 

საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში გამოკითხულია 1828 რესპონდენტი.

ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა კახეთშიც ჩაატარა. თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში, პასუხები ასე გადანაწილდა :

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას - 69%

ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 9%

50/50 -18%

არ მივიღებ მონაწილეობას - 4%.

კითხვას, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, ამავე ოლქში უპასუხეს, რომ :

ირაკლი ქადაგიშვილი (ქართული ოცნება) - 52,1%

გიორგი ბოტკოველი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) -38,0%

ზურაბ ჭიაბერაშვილი (ევროპული საქართველო) 7,7%

სოსო პარწიკანაშვილი (პატრიოტთა ალიანსი) -1,0%

და სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი - 1,2%

შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა : 

"ქართული ოცნება" - 53,5%

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 34,9%

"ევროპული საქართველო" -3,1%

გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 1,9%

"პატრიოტთა ალიანსი" -1,8%

"ლეიბორისტული პარტია" - 1,8%

"ერთიანი საქართველო"- 0,9%

"გირჩი" -0,9%

"ლელო" - 0,4%

სხვა პარტიები -0,8%.

სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს აწარმოებს მთელ საქართველოში.

ამჯერად კვლევები, თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.

კომპანია Survation-ს პოლიტიკური კვლევების და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს. 

დღის ამბები