29 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
ყურძნის ქურდობისთვის კახეთში 4 პირი დააკავეს

კახეთის პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტში ვენახებიდან ქურდობის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ღამით სხვის საკუთრებაში არსებულ ვენახებში ფარულად შეაღწიეს და საფერავის ჯიშის ყურძენს იპარავდნენ. პოლიციამ, ნივთმტკიცებად ნახევარი ტონა საფერავი ამოიღო.

დანაშაული 1-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
უწყების ინფორმაციით დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

დღის ამბები