29 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
ტრამპი ბაიდენის წინააღმდეგ - დებატები, რომელსაც პირდაპირ ეთერში მილიონობით ადამიანი უყურებდა

შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნო კამპანიაა, სადაც ნოემბერში პრეზიდენტი უნდა აირჩიონ.

დღეს, კანდიდატებს შორის პირველი დებატები შედგა - ტრამპი-ბაიდენის წინააღმდეგ.

როგორც მოსალოდნელი იყო, რესპუბლიკელებისა და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატებმა საარჩევნო დებატი ურთიერთბრალდებების ფორმატში წარმართეს.

ძირითადი საკითხები იყო: რუსეთთან ურთიერთობა და საგარეო პოლიტიკა, რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევა, ეკონომიკური პოლიტიკა და რა თქმა უნდა ახალი კორონავირუსი.

დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო დებატებს პირდაპირ ეთერში თვალს მილიონობით ადამიანი ადევნებდა. შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

დღის ამბები