29 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
მე-10 მოწვევის პარლამენტის მანდატებისთვის ბრძოლა პიკს აღწევს - მე-9 მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ კი დღეს ვადა ამოწურა

მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს. საკანონმდებლო ორგანოში მოქმედი შემადგენლობით დღეს ბოლო პლენარული სხდომა გაიმართა. 

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა სესიების ჩატარება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს.

მე-9 მოწვევის პარლამენტმა 4 წლის განმავლობაში ორი თავმჯდომარე გამოიცვალა,მიიღო არაერთი კანონი.

დეპუტატები, რომლებმაც სწორედ სასამართლოს თემის გამო დემარშით დატოვეს მმართველი გუნდის რიგები, დღეს ამბობენ, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა სასამართლო სისტემა ე.წ. კლანის გავლენებისგან ვერ დაიხსნა.

განსხვავებული მოსაზრებები აქვთ უმრავლესობაში, სადაც ამ პროცესს მეცხრე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს მთავარ დამსახურებად მიიჩნევენ.

ნოემბერში პარლამენტის შენობაში სხვა შემადგენლობა შედის.

დღის ამბები