29 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
ძალადობას ყველა გმობს, თუმცა ხელჩართული ჩხუბი არ წყდება - ვის რა ინტერესი აქვს წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვაში

მარნეულსა და ბოლნისში მომხდარი დაპირისპირება სამთავრობო და არასამთავრობო გუნდისთვის ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა.

ხელისუფლების ოპონენტები მომხდარში მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესს ხედავენ. ოპოზიცია დაპირისპირების დროულ გამოძიებას ითხოვს და პასუხისმგებლობას სამთავრობო გუნდს აკისრებს.

მმართველი გუნდის პროვოკაციას უწოდებენ რეგიონი მომხდარ ინციდენტებს არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც, სადაც ამბობენ, რომ ხელისუფლება საარჩევნო პროგრამის ნაცვლად ამომრჩეველს სანახაობას სთავაზობს.

ოპონენტების გზავნილებში სამთავრობო გუნდი თავად ძალადობრივი ქმედებების ავტორს ხედავს.

ხელისუფლება დაპირისპირებას გმობს, და ოპონენტების მიერ მოწყობილ დესტრუქციაზე საუბრობს. მმართველი გუნდი ძალადობის ფაქტებზე ქმედითი რეაგირების პირობას დებს და ოპოზიციას საარჩევნო და პარტიების ქცევის კოდექსის რეგულაციებს ახსენებს.

რეგიონში მომხდარ დაპირისპირებებზე გამოძიება დაწყებულია. ინციდენტში მონაწილეები ჯერ დაკავებულნი არ არიან. პოლიტიკური სპექტრი ახლა სწორედ საგამოძიებო ორგანოს შედეგს ელოდება.

დღის ამბები