29 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
საკითხი პოლიტიზირებულია ოპოზიციური სპექტრის მიერ - ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ გარეჯის პოლიტიზირება ოპოზიციურმა სპექტრმა მოახდინა.

"მაშინ, როდესაც ბატონმა დავით ზალკალიანმა ამ თემასთან დაკავშირებით გააკეთა პატარა კომენტარი, მთლიანმა ოპოზიციურმა სპექტრმა ამის შემდეგ დაიწყო თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე. არაერთი უშვერი სიტყვა ითქვა და დაფიქსირდა უკმაყოფილება.

თავისთავად, ცხადია, ამ დროს მინისტრი ვალდებული იყო დამატებითი ინფორმაციები მოეწოდებინა, თუ ვსაუბრობთ იმაზე რომ საკითხი პოლიტიზირებულია, საკითხი პოლიტიზირებულია ოპოზიციური სპექტრის მიერ და არა მინისტრის და "ქართული ოცნების" მხრიდან.

ჩვენ ამ თემაზე არანაირად საუბარი არ დაგვიწყია, ერთადერთი - მე, პირადად, რუკების თემას მივესალმე.

ქალბატონმა ნინო კალანდაძემ თქვენს ეთერში რომ თქვა, ჩვენ არაფერი გადაგვიცია და დოკუმენტს ხელი არ მოგვიწერიაო, ცრუობს. 2006 წელს წინასწარი შეთანხმების ოქმზე ხელია მოწერილი. ამ ოქმის რატიფიცირება არ მომხდარა, მაგრამ ამ ოქმით ჩვენ ვსაუბრობთ საწინააღმდეგო მოქმედებაზე,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დღის ამბები