29 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
4 რეგიონი და თბილისის 2 ოლქი - ბრიტანული კომპანია Survation-ის მორიგი კვლევა და ამომრჩევლის განწყობები არჩევნებამდე 1 თვით ადრე

არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, "რუსთავი 2" მორიგ სოციალურ კვლევას აქვეყნებს.

დღეს გამოქვეყნებული კვლევა, საქართველოს 6 საარჩევნო ოლქშია ჩატარებული, სადაც 1828 რესპონდენტი გამოიკითხა.

სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით, ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს მთელ საქართველოში აწარმოებს.

კვლევები 6 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა: ქვემო ქართლი: ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარული ოლქი, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქი, შიდა ქართლი: კასპი-გორის მაჟორიტარული ოლქი, აჭარა - ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარულ ოლქი, საბურთალოს მაჟორიტარული ოლქი, ისნის ოლქი. 

კომპანია "სერვეიშენს", ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში, პოლიტიკური კვლევების და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.

საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს. 

დღის ამბები