29 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
61,9% "ქართული ოცნება" , 14,9% "ნაციონალურ მოძრაობა"- Survation-ის კველვა კასპი-გორის მაჟორიტარულ ოლქში

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. 

საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში გამოკითხულია 1828 რესპონდენტი.

ბრიტანული კვლევითი ორგანიზაციის survation-ის მიერ დასმულ შეკითხვას, შიდა ქართლი: კასპი-გორის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში - 72% აცხადებს, რომ თითქმის დარწმუნებულია, 8% ალბათ მიიღებს მონაწილეობას, 50-50 - 14%, 6% კი ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას.

კასპისა და გორის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? 

გიორგი ხოჯევანიშვილი "ქართული ოცნება" - 66,9%.

ბადრი ბასიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" -15,7%.

ლევან თარხნიშვილი "ევროპული საქართველო" - 7,4%.

პაპუნა კობერიძე "ლელო" - 5,6%.

კობა მაზანაშვილი "პატრიოტთა ალიანსი" -3,8%.

მაჟორიტარობის სხვა კანდიდატი - 0,6%.

ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? - 61,9% აცხადებს, რომ ხმას "ქართული ოცნებას" მისცემდა, 14,9% "ერთიან" ნაციონალურ მოძრაობას", 5,7% - "ევროპულ საქართველოს", - 5,7% გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელს,  4,3% "ლეიბორისტულ პარტიას", 2,7% - "პატრიოტთა ალიანსს", 1,8% - "ლელოს", 1,7% - "ერთიან საქართველოს", 0,8% - "გირჩს", თავისუფალ დემოკრატებს კი - 0,5%.

სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს აწარმოებს მთელ საქართველოში.

ამჯერად კვლევები, თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.

კომპანია Survation-ს პოლიტიკური კვლევების და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს. 

დღის ამბები