29 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
გოგი მეშველიანი 50,7% - კახა ოქრიაშვილი 44,1% - Survation-ის კვლევა ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარულ ოლქში

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. 

საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში 1828 რესპონდენტია გამოიკითხული.

პირველი რეგიონი, სადაც ამ დროისთვის პოლიტიკური დაპირისპირებების ყველაზე მაღალი ტემპერატურაა - ქვემო ქართლია: ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარული ოლქი.

შეკითხვაზე დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას - კვლავ ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარული ოლქში პასწუხები ასეთია: 

გოგი მეშველიანი "ქართული ოცნება" - 50,7%.

კახა ოქრიაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" - 44,1%.

გიორგი ჭელიძე (ლელო) - 4,3%.

სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი - 0,9%.

ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას - აღნიშნულ შეკითხვაზე 67% ამბობს, რომ ხმას "ქართული ოცნებას" მისცემდა. 

23,3% - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას", 4,3% - "ერთიან საქართველოს", 2,5% - "პატრიოტთა ალიანსს", 1,3% - "ლელოს", 0,8% - "ევროპული საქართველოს", "თავისუფალ დემოკრატებს" კი, - 0,8%.

შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში? - 71% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს. 

ალბათ მივიღებ მონაწილეობას - ამას გამოკითხულთა - 18% ამბობს. 

50/50-ზე -7%. არ მივიღებ მონაწილეობას - ამას კი გამოკითხულთა - 4% აცხადებს. 

სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს აწარმოებს მთელ საქართველოში.

ამჯერად კვლევები, თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.

კომპანია Survation-ს პოლიტიკური კვლევების და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს.

 

დღის ამბები