29 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
წინასაარჩევნო კამპანიის ცხელი წერტილი - მარნეულში მხარეები ერთმანეთს პროვოკაციებში ადანაშაულებენ

მარნეულში მომომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული ჟურნალისტი დღეს სამართალდამცველებმა გამოკითხეს. ჯეიჰუნ მუჰამედალი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს და ამბობს, რომ პოლიციას გუშინდელი ღამის ყველა დეტალი მოუყვა. გამოკითხვას ფორმალობას უწოდებს და გამოძიების იმედი არ აქვს ჟურნალისტის ადვოკატს.

ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება ჩხუბის დროს დაშავებული "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ლაშა ქველაძე. მის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ქველაძე ძალადობაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრებს ადანაშაულებს და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებაში დღეს ერთმანეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა.

 

დღის ამბები