29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
მერვე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები საოლქო კომისიის წევრების არჩევის პროცესს აპროტესტებენ

მერვე საოლქო საარჩევნო კომისიასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები საოლქო კომისიის წევრების არჩევის პროცესს აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ არჩევის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. აქტივისტების განცხადებით, კომისიის წევრების დაკომპლექტება ნათესაური ნიშნით მიმდინარეობს.

"მე მსურს, რომ დღეს აქ ჩემს მეგობრებთან ერთად, ისევე როგორც სხვა მრავალ ადგილას, გავაფრთხილოთ ყველამ ერთად ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, რომ ყველანაირი მცდელობა, ჩაერიოთ ქართველი ხალხის ნების გამოხატვაში მოახლოებულ არჩევნებზე, დაგიჯდებათ ძალიან ძვირი. მოემზადეთ და ჩაატარეთ სამართლიანი არჩევნებ​ი, ისეთი, როგორის ჩატარებასაც გთხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობა,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

აქცია გაიმართა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთანაც.  ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეიკრიბნენ. ისინი კომისიის შემადგენლობის "ქართული ოცნების" წევრებით დაკომპლექტებას აპროტესტებენ.

"საქართველოს მოქალაქეების ნება ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და მათ შორის, დამარცხება იმ მოქალაქეების სურვილით, ვინც ცხოვრობს არა მხოლოდ ისანში, არამედ საქართველოში. ამიტომ, რაც არ უნდა მანიპულაციები გააკეთონ, რაც არ უნდა მილიონი ინსტრუმენტი და ხერხი მოიგონონ, რასაკვირველია, ეს იქნება სწორედ ქართული ოცნების წინააღმდეგ მიმართული,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები