29 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები ქალაქის პროკურატურაში საქმის მასალებს გაეცნენ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები ქალაქის პროკურატურაში საქმის მასალებს გაეცნენ. მათ შორისაა, კომუნიკაცია ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან.

როგორც იურისტები ამბობენ, გამოძიებას სურს იმუშაოს მხოლოდ ერთი მიმართულებით, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

"ძალიან უცნაური შინაარსობრივი წერილები იყო გაგზავნილი. ეს არის აშშ-ის კომპეტენტურ ორგანოებში გაგზავნილი შუამდგომლობები, სადაც კონკრეტულად წერია, რომ გამოძიების მიერ ამ დრომდე მოპოვებული ინფორმაციის ფონზე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი კი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, საქმეზე დროულად მოვიდეს ექსპერტიზები და დადგინდეს ის საკითხები, რაზეც კითხვის ნიშნებია.

დღის ამბები