29 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
ფოთში "კოვიდ-19"-ით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ფოთში "კოვიდ-19"-ით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით მათგან ერთს ვირუსი გეგმიური კვლევისას დაუდასტურდა, ხუთი შემთხვევა კი ბათუმს უკავშირდება.

"მიმდინარეობს ეპიდკვლევა, კონტაქტების დადგენა და ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ველოდებით მონაცემების ცვალებადობას. ამ დროისთვის, ფოთში მდგომარეობა კონტროლირებადი და სტაბილურია,"– განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

დღის ამბები