29 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
COVID-19-ით საქართველოში კიდევ ერთი, 39-ე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით საქართველოში კიდევ ერთი, 39-ე პაციენტი გარდაიცვალა.  ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე  გამოქვეყნდა.

60 წლის ქალი აჭარის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას.

დღეის მდგომარეობით ეს კორონავირუსით გარდაცვლილი მე-3 პაციენტია.

"გარდაცვლილი პაციენტი ჩვენს კლინიკაში ღამით შემოვიდა. მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იყო, ის ასევე ჭარბი წონის იყო, გულის ქრონიკული იშემიური დაავადება და არტერიული ჰიპერტენზია აღენიშნებოდა,"- აცხადებს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გია კიკაბიძე.

დღის ამბები