29 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
COVID-19-ის ახალი შემთხვევებიდან 235 აჭარას, 38 იმერეთს, 30 კი თბილისს უკავშირდება - მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან 235 აჭარას, 38 იმერეთს, 30 კი თბილისს უკავშირდება.

ენდელაძის თქმით, 3 072 პაციენტიდან 28-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის, 26 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, აქედან 8 ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.

"აჭარაში, ცხელ წერტილში ისევ მაღალია პროცენტული მაჩვენებელი 72%-ია, რაც შეესაბამება 235 პაციენტს, შემდეგ მოდის იმერეთი 38 პაციენტით, ეს 14%, შემდეგ მოდის თბილისი, სადაც 30-ია ახლადგამოვლენილი შემთხვევა, რაც 9%-ს შეესაბამება, სამეგრელო ზემო-სვანეთში გახლავთ 14, რაც 4%-ია, გურიაში გახლავთ 6 ახალი დადასტურებული, რაც 2%-ს შეადგენს, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში არის თითო ახალი შემთხვევა," - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

დღის ამბები