29 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
გიორგი გახარიამ ჟოზეფ ბორელთან შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლსა და ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლსა და ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  

გიორგი გახარიასა და ჟოზეფ ბორელის შეხვედრა ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა.

საქართველოს პრემიერმა ხაზი გაუსვა "კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ევროკავშირის მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას. საუბარი ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და მოსალოდნელ არჩევნებს შეეხო.

დღის ამბები