29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება მარნეულში - დაშავებულთა შორის ჟურნალისტებიც არიან

მარნეულში, დაახლოებით 1 საათის წინ ინციდენტი მოხდა, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის "მთავარი არხის" ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი. 

დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორიც, რომელსაც კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.

დაზიანებულია ერთი ავტომობილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

"კურიერის" ინფორმაციით, დაპირისპირება მმართველი პარტიისა და "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს შორის მოხდა. 

 

დღის ამბები