29 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
სასამართლო რეფორმებზე ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ენერგია დავხარჯეთ - ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა "დღის კურიერში" სტუმრობისას ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებები შეაფასა, რომელიც მათ შორის ეხებოდა სასამართლო სისტემას და რეფორმების გაგრძელებას საქართველოში.

ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, სტოლტენბერგის გამოსვლაში აღნიშნულ საკითხზე საუბარი პოზიტიურ ჭრილში იყო წარმოჩენილი.

"მე ვიტყოდი, რომ ეს პოზიტიურ ჭრილში იყო, იმიტომ, რომ საუბარი იყო რეფორმებზე, მათ შორის სასამართლო რეფორმაზე, რომლისთვისაც ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ენერგია დავხარჯეთ, სამი ტალღა სასამართლო რეფორმის განვახორციელეთ და ამ ნაწილში იყო უფრო მეტი პოზიტივი, ვიდრე რაიმე ნეგატიური კუთხიდან.

არჩევნებზე ჩვენს პარტნიორებს აქვთ სრული მოლოდინი, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. ცხადია, ნატოს წევრი ქვეყნები სრულად არიან ინფორმირებული ქვეყანაში არსებულ დემოკრატიული ვითარების შესახებ და მოლოდინი არის, რომ არჩევნები იქნება სამართლიანი. ეს ჩვენთვის არის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი იმისა, რომ ვთქვათ, დემოკრატია ჩვენ ქვეყანაში არის არა ხელოვნურად შექმნილი, არამედ ეს არის ბუნებრივი პროცესი და მე აქ ვხედავ ამ ქვეყნის დემოკრატიის სტაბილურ ძალას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმავეს გეტყვი თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში, როდესაც ჩვენ ვთანამშრომლობთ ნატოს წევრ ქვეყნებთან, მათ დაინახეს ჩვენი სტაბილურობა, ჩვენი სანდოობა და სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს ჩვენს ჯარისკაცებს აქვთ თანამედროვე, ნატოს სტანდარტის შეიარაღება, აქამდე ამის ყიდვა უბრალოდ შეუძლებელი იყო, რადგან სამწუხაროდ ამ ქვეყანას თუ მის ხელისუფლებას არ ენდობოდნენ, ეს ნდობის ფაქტორი დღეს მოხსნილია," - განაცხადა სესიაშვილმა.

დღის ამბები