29 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
ხმაური ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში - კომისიის ერთ-ერთი წევრი კამათის დროს შეუძლოდ გახდა

ხმაური იყო ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც კომისიის წევრები "ნაციონალური მოძრაობიდან" საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, მირანდა მესხს საარჩევნო ინვენტარისა და საარჩევნო სიების არაუფლებამოსილ პირებზე გადაცემაში ადანაშაულებენ.  

მათი ინფორმაციით, საარჩევნო უბნები იხსენება ხვალ და წინასწარ ინვენტარის გაცემა უკანონოა. 

საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა კომისიის სხვა წევრები, მათ შორის, წევრები მმართველი პარტიიდან განმარტავენ, რომ ყველა პროცედურა კანონის დაცვით ტარდება.

ადგილზე მცირე ინციდენტიც მოხდა. კომისიის ერთ-ერთი წევრი კამათის დროს შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

 

 

 

დღის ამბები