29 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
პროკურატურაში დავით გარეჯის მონასტრის საკითხზე არქიმანდრიტი კირიონის გამოკითხვა დასრულდა

არქიმანდრიტი კირიონმა დაკითხვა გენერალური პროკურატურაში დასრულდა. არქიმანდრიტი კირიონი ჟურნალისტებთან საუბრისას ადასტურებს, რომ მისი უწყებაში დაბარება დავით გარეჯის მონასტრის საკითხზე მიმდინარეობდა, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

არქიმანდრიტის თქმით, საუბარი დოკუმენტებზე ​და რუკებზე მიმდინარეობდა, მათ შორის 1938 წლის რუკაზეც.

"გარეჯს ეხებოდა... მგონი, ჩემი მხრიდან უთქმელი არაფერი დარჩენილა. ყველაფერზე იყო საუბარი. ეს არის დახურული თემა," - განაცხადა დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

დღის ამბები