29 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით მე-11 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსგან დაცვის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით 62 წლის კაცი გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში 23 სექტემბრიდან მკურნალობდა, მანამდე კი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში სახლში თვითმკურნალობას ეწეოდა.

კუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტირება 92 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 35-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობას 116 პაციენტი გადის, მათგან 108-ს COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს.  მძიმე მდგომარეობაშია 16 პირი, საშუალო სიმძიმისაა 26.

ოკუპირებულ აფხაზეთში ამ ეტაპზე კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1387-ია. გამოჯანმრთელდა 493, გარდაცვლილია 11.

დღის ამბები