საქართველოს სამეზობლოში ომი სულ უფრო მძიმე ფაზაში შედის. თუ სომხეთი მთიან ყარაბაღში საზენიტო დანადგარს, S-300-ს შეიყვანს, ის განადგურდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
მისი თქმით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით გადაადგილდება.
სომხეთის თავდაცვის უწყებაში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მიერ სამხედრო ოპერაციის განახლების გამო, იძულებული არიან, საკუთარი ძალები დიდ ტერიტორიებზე გამოიყენონ. ცოტა ხნის წინ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ თურქული წარმოების F-16-მა სომხეთის კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი Су-25 ჩამოაგდო. რასაც მფრინავის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოფიციალური ანკარა ბრალდებას უარყოფს.