29 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 36-ე ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

პაციენტი - 79 წლის კაცი  ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. გარდა კორონავირუსისა, მას გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი 29 სექტემბერს 18:00 საათზე გარდაიცვალა.

დღის ამბები