29 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" 2020 წლის არჩევნების პარტიული სიის პრეზენტაცია გამართა

"ევროპულმა საქართველომ" 2020 წლის არჩევნების პარტიული სიის პრეზენტაცია გამართა. 

პარტიულ სიას წარმოადგენენ: გიგი უგულავა, ტარიელ ნაკაიძე, გოჩა გურგუჩიანი, ლევან თარხნიშვილი, ზურაბ ჩილინგარაშვილი, არსენ კარაპეტიანი, ახმედ იმამყულიევი, ირინე აფხაზავა, გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, მაია კაციტაძე, გიორგი ღვინიაშვილი, სერგო რატიანი, ელენე ოზაშვილი, მალხაზ პატარაია, ირაკლი კიკნაველიძე, მარიამ რამინაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, ლელა ქებურია, გიგა ბოკერია, აკაკი ბობოხიძე, ნინო გოგუაძე, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ბუცხრიკიძე, ირმა ნადირაშვილი, გიგი წერეთელი, სერგი კაპანაძე, ხათუნა გოგორიშვილი, არმაზ ახვლედიანი, ელენე ხოშტარია, შალვა შავგულიძე და დავით ბაქრაძე.

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა აღნიშნა, რომ პარტია იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც კომპეტენცია, გაკეთებული საქმის გამოცდილება და ცოდნა არ აკლია.

"ჩვენი პარტია შედგება იმ ადამიანებისგან, ვისაც აქვს ცოდნაც, კომპეტენციაც, ერთგულებაც, გაკეთებული საქმის გამოცდილებაც და დაშვებული შეცდომების გააზრების უნარიც, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ გუნდს კიდევ ერთი გამორჩეული თვისება აქვს, რომელიც მას ყველა სხვა პარტიისგან განასხვავებს საქართველოში. ალბათ, მიაქციეთ ყურადღება, ჩვენი წარდგენა არ ყოფილა რიგითი ნომრების მიხედვით, იმიტომ, რომ ეს არის პარტია "ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილება.

ჩვენ არ ვართ ის პარტია, სადაც კაბინეტებში იწერება სიები, ჩვენ არ ვართ ის პარტია, სადაც ერთი, ორი, ან ხუთი ადამიანი წყვეტს, ვინ უნდა იყოს პარლამენტში," - განაცხადა ბაქრაძემ.

დღის ამბები