29 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
მოგიწოდებთ და წაგახალისებთ, რომ არ დაიშუროთ ძალები იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს წევრობა ნატოში - იენს სტოლტენბერგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა - იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას ბრიუსელში მასპინძლობს.

შეხვედრის შემდეგ მხარეების ერთობლივ განცხადებები გააკეთეს. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო მათი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი გახლავთ და ისინი ამაყობენ საქართველოს განვითარებით. 

"ჩვენთვის დიდი პატივი გახლავთ რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვმასპინძლობთ, ვინაიდან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს პარტნიორობას. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი გახლავთ ჩვენთვის, რომელსაც მათ შორის, ნატოს მისიაში ავღანეთში ჯარების მონაწილეობით ავლენს. ყველანი ვამაყობთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევისთვის და ვაფასებთ საქართველოს უზარმაზარ წვლილს, რომელიც მათ საერთო უსაფრთხოების კუთხით შეაქვთ ნატოს მისიაში.

შეხვედრის დროს, ჩვენ განვიხილეთ ის თანამშრომლობა, რომელიც უკავშირდება ნატო-საქართველოს შორის პარტნიორობას შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით. ვიმსჯელეთ იმ მეთოდებზე, თუ როგორ შეიძლება ჩვენი პარტნიორობა გაღრმავდეს, რათა გავუმკლავდეთ ერთად კიბერსაფრთხეებს და ასევე ჩატარდეს ერთობლივი წვრთნები შავი ზღვის რეგიონში. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ეროვნულად აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ასევე, განვიხილეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაციები. მივესალმებით პროგრესს, რომელსაც საქართველო ყოველდღიურად აღწევს. თქვენმა ქვეყანამ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია და ყოველ დღე ძლიერდება საქართველოს დემოკრატია. მოგიწოდებთ და წაგახალისებთ, რომ არ დაიშუროთ ძალები იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს ნატოს წევრობა. 

მოუთმენლად ველოდებით საქართველოს არჩევნებს, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატოსთვის," - განაცხადა  ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. 

პრემიერთან ერთად ნატოს სათაო ოფისს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც ეწვია.

დღის ამბები