საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად ინფიცირებულთა რაოდენობა 5,866-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელდა 270 პაციენტი, სულ კი ამ დროის მონაცემებით საქართველოში 2324 გამოჯანმრთელებულია.
რაც შეეხება კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობას, ამ ეტაპზე COVID-19-ით უკვე 33 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5637 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 , COVID სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი - 800-ს შეადგენს.