29 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
მექსიკის დედაქალაქში აბორტების ლეგალიზაციის მოთხოვნით დემონსტრაციაზე გასულ ქალებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

მექსიკის დედაქალაქში აბორტების ლეგალიზაციის მოთხოვნით დემონსტრაციაზე გასულ ქალებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

საპროტესტო აქცია მეხიკოს ცენტრში უსაფრთხო აბორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ბოთლები ესროლეს. პოლიციამ კი, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მექსიკაში აბორტები არალეგალურია, დედაქალაქისა და სამხრეთით მდებარე ოახაკას შტატის გარდა, სადაც აღნიშნული სამედიცინო პროცედურა გასულ წელს გახდა კანონიერი.

დღის ამბები