29 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ხანძარია

თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე ხანძარია. "რუსთავი2-ის" ინფორმაციით, ცეცხლი კაფე "ბლუმში" გაჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშაველო ბრიგადა მუშაობს. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

უწყების ცნობით, დაშავებულები არ არიან. მეხანძრე-მაშველებმა სტუმრების და პერსონალის ევაკუაცია სრულად განახორციელეს. 

დღის ამბები