29 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
აზერბაიჯანი-სომხეთის დაპირისპირება - საქართველოს ორი მეზობელი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა

სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან ორში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. საქართველოს ორი მეზობელი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა.

ახალ შეირაღებულ კონფლიქტს უკვე უწოდეს მესამე ყარაბაღი. არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჩართულია არტილერია, მძიმე ტექნიკა, სახმელეთო ჯარი და სამხედრო ავიაცია. 

პირველივე დღეს დაღუპულია ათეულობით ადამიანი, მათ შორის მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. ორივე მხარე კონფლიქტის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებს.

არაღიარებული ყარაბაღის პრეზიდენტმა არაიკ არუთინიანმა თურქეთს კონფლიქტში მონაწილეობა დააბრალა. კონფლიქტში მონაწილეობას უარყოფს ანკარა.

უკანასკნელი დაპირისპირება მხარეებს შორის 12 ივლისს დაფიქსირდა. მაშინ ორივე ქვეყნის ცოცხალი ძალის დანაკარგმა 40-ს გადააჭარბა. ესკალაციის პრევენცია მხოლოდ ორ კვირაში გახდა შესაძლებელი.

დღის ამბები