29 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
თავი ვერ შევიკავე, ბავშვებს ჩავეხუტე პირბადით - "კურიერის" ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ვირუსის დამარცხების შემდეგ სახლში დაბრუნდა

"კურიერის" ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ კორონავირუსი დაამარცხა. 18 დღიანი მკურნალობის შემდეგ, დღეს ის სახლში დაბრუნდა. როგორც ჟურნალისტმა "დღის კურიერში" ჩართვისას აღნიშნა, სახლში მისვლის დროს თავი ვერ შეიკავა და ბავშვებს ჩაეხუტა, თუმცა პირბადით. 

"იმის მიუხედავად, რომ პასუხი უარყოფითია, დამრჩა ხველა. სუსტად ვარ, ეს განსაკუთრებით გარეთ რომ გამოვედი მაშინ ვიგრძენი. ვრჩები თვითიზოლაციაში და ალბათ ეს ყველაფერი ამ ერთ კვირაში ალაგდება,"-აღნიშნა თეონა ცხომელიძემ. 

ჟურნალისტი იმედს გამოთქვამს, რომ 1 კვირაში სრულად გამოჯანმრთლდება და მაყურებელს ერთ კვირაში დაუბრუნდება. 

დღის ამბები