29 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
საკმარისი რესურსი გვაქვს გაცილებით მეტ კოვიდინფიცირებულს ვუმკურნალოთ დისტანციურად - ბექა იოსელიანი

საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრის გენერალური დირექტორის, ბექა იოსელიანი განცხადებით, ამ დროისთვის უსიმპტომო კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვისთვის, მედპერსონალის რესურსი შეზღუდული არ არის.

"ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი, იმისთვის, რომ არა თუ ამ რაოდენობის, არამედ ამაზე ბევრ რაოდენობას ვუმკურნალოთ ონლაინ, დისტანციურად. ამჟამად, ჯანდაცვის სისტემა საკმარისად, ადეკვატურად პასუხობს კოვიდინფექციის გამოწვევებს, თუმცა ექიმებს, ყველა მოქალაქესთან გვაქვს თხოვნა, შეასრულოს ის რეკომენდაციები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლშია: პირბადის ხმარება, ხელის ჰიგიენა და დისტაცია,"-დასძინა "დღის კურიერში" საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბექა იოსელიანმა. 

დღის ამბები